ვინ შეცვლის ანდერს ფოგ რასმუსენს

  ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, შესაძლოა, ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტოლენბერგმა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
მედია წერს, რომ სტოლენბერგი, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას ამერიკის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის დროს წარადგინონ. კანდიდატურას მხარს უჭერენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი.
ამ ეტაპზე არც ლიდერს და არც “მშრომელთა პარტიას”, რომელსაც ნორვეგიის ყოფილი პრემიერი ხელმძღვანელობს, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე მეხუთე წელია ალიანსის გენერალური მდივანია. მას უფლებამოსილების ვადა 2014 წლის 31 ივლისს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები