გამოფენა – „მალე გაზაფხული მოვა“ გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში მირიან ჭანკვეტაძის გამოფენა – ,,მალე გაზაფხული მოვა” გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა გრაფიკულ ტექნიკაში შესრულებული 25 ნამუშევარი, რომელთა ძირითადი ნაწილი პეიზაჟის ჟანრშია შექმნილი და გამოირჩევა ტექნიკის ორიგინალობით. მირიან ჭანკვეტაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისა და სერგო ქობულაძის სახელობის გრაფიკის სახელოსნოს კურსდამთავრებულია. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა შორეულ ჩრდილოეთში ცხოვრებამ მოახდინა. გამოფენა 2016 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები