რუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ კიროვსკში ზვავი ჩამოწვა. ამ დროისთვის ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. სამაშველო სამსახურების ცნობით, თოვლის ქვეშ შეიძლება ცოცხალი ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ზვავის ჩამოწოლის მომენტში ავტოფარეხებში იმყოფებოდნენ.
ამასთანავე, ვრცელდება არაოფიალური ინფორმაცია, რომ ქალაქითან ახლომდებარე მთიდან ზვავის ჩამოწოლა სამაშველო სამსახურებმა განზრახ მოახდინეს და მათ მოსახლეობა წინასწარ არ გააფრთხილეს. ამის შესახებ გამოცემა FlashNord-ი იუწყება. ინტერნეტში ზვავის ჩამოწოლის ვიდეო გავრცელდა.