არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes”-ის წევრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსაჯავრდებულებს შეხვდნენ

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრმა „Fides et Spes” ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსჯავრდებულებს მათი უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარა.
შეხვედრა მსჯავრდებულებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისრტო ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს და ამ პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
„გვინდა შეხვედრებს რეგულარული სახე მივცეთ და მიზნობრივ ჯგუფს კონკრეტულ იურიდიულ თემატიკაზე სალექციო მასალა მივაწოდოთ, ასევე, კონსულტაციებიც გავუწიოთ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვამზადებთ მომდევნო შეხვედრა-ლექციის თემატიკასაც. ვგეგმავთ და სურვილი გვაქვს დავეხმაროთ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს, თუნდაც ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში“. – აღნიშნა დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე ბაბუნაშვილმა.
მარინე ბაბუნაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი მსჯავრდებულებისთვის ორგანიზაციის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes” (რწმენა და იმედი) 2013 წლიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ასევე უწევენ კონსულტაციებს და ადვოკატირებას.
სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს მათ მიერ შემუშავებული ქართულ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი გადასცეს საჩუქრად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები