ომბუდსმენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართავს

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა.
სახალხო დამცველის პირველი რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დეტალურად შეისწავლონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და შესაბამის სამართლებრივ აქტში მიუთითონ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები