RYANAIR-ის დირექტორმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა

ავიაკომპანია RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა, ავიაკომპანიის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დევიდ ობრაიენმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა. ასევე განხილული იქნა აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა.
ავიაკომპანია RYANAIR კომერციული დირექტორის დევიდ ობრაიენის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით. მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავიაკომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით გაფართოვდა, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს. ობრაიენის განცხადებით, ახლოსაა ის დრო, როდესაც RYANAIR შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები