112-ს ფრანგი სენატორები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორები – პასკალ ალიზაღი და ჟიზელ ჟურდა ეწვივნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის დელეგაციის წევრებს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.
სტუმრები 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ. ფრანგი სენატორები დეპარტამენტის სერვისებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები