თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სარჩელში გადაბაძე ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.
“საქმეები, რომლებიც იხილება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, გაკეთდა ზუსტად 24 საათში. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი – პროცესში ხელისუფლება ირიბად ხომ არ ერევა-მეთქი, ახლა ყველა მიზეზი მაქვს იმის სათქმელად, რომ ეს ასეა. სხვა არაფერი იკვეთება თუ არა ხელისუფლების ჩართულობა”, – განახცადა გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები