გიორგი აბაშიშვილი საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს მადლობას უხდის

დღეს საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მიიღეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის, კობა გვენეტაძისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
“ამისთვის კომიტეტს მადლობა მინდა გადავუხადო. მათ მხარი დაუჭირეს ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მხარდაჭერა პროფესიონალიზმისადმი, ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი. ამ შემთხვევაში, სულ ორი კომიტეტია განმხილველი და ორივემ მხარი დაუჭირა ბატონი კობას კანდიდატურას. ველოდებით საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას და ცხადია, როდესაც ორი კომიტეტის მხარდაჭერაა, ეს არის ოპტიმიზმის ძალიან მაღალი საფუძველი”, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები