ფაქისო მოჩოჩოკო: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთი 2008 წლის გამოძიების პროცესში ჩავრთოთ

ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთი 2008 წლის ომის გამოძიებაში ჩავრთოთ, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა, ფაქისო მოჩოჩოკომ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა.
მოჩოჩოკომ აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის ვალდებული გამოძიებაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა შეუძლია, საკუთარი სურვილით ჩაერთოს პროცესი.
“რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და თუ მხოლოდ კანონის კუთხით ვისაუბრებთ, არ გააჩნია ვალდებულება გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მაგრამ არაფერი უშლის ხელს, ეს საკუთარი სურვილით გააკეთოს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთი ჩავრთოთ ამ პროცესში. უარის შემთხვევაში გამოძიება გაგრძელდება და ჩვენი საკუთარი საშუალებებით მოვიპოვებთ სამხილებს. მართალია, ეს უფრო გაართულებს პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ სამხილების მოპოვებას”, – განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურორის ოფისის წარმომადგენლები არ გეგმავენ რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას. “დღეისთვის მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით”, – განმარტა მოჩოჩოკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები