“მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება კოალიციის ინტერესებს აზარალებს”

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება მთავრობის, კოალიციის და სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებს. ბრეგაძე ფიქრობს, რომ მსგავის სახის უთანხმობები კოალიციის შიგნით უნდა მოგვარდეს.
„ეს არის აბსოლუტურად არანორმალური პროცესი, როცა კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შორის ღია დაპირისპირება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ როცა ღია დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის პროცესი გაუგრძელდა, რბილად რომ ვთქვათ, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ნებისმიერი პარტიის ლიდერი თავად წყვეტს, როდის წავა პარლამენტიდან ან წავა თუ არა საერთოდ, მეორე მხრივ, არასწორია, როდესაც თავდაცვის მინისტრის მისამართით გამოთქვამ არჩევნების გაყალბების ბრალდებას. ეს არის უმძიმესი ბრალდება. კოალიციაში შემავალ პარტიებს უნდა ახსოვდეთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და “ქართული ოცნება“ ძალიან გაუჭირდებოდათ არჩევნებში ხმების მოპოვება.
თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კეთილი ნება გამოიჩინა, როდესაც კოალიცია შექმნა, მას დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი საპარლამენტო არჩევნებზე 2012 წელს, ის იგივე შედეგს დადებდა, რომელიც დადო კოალიცია“ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე, კოალიციაში შემავალი პარტიები უნდა გაუფრთხილდნენ “ქართული ოცნების“, სახელმწიფოს და სამთავრობო გუნდის იმიჯს, მათ ეს უთანხმოებები გუნდის შიგნით უნდა მოაგვარონ და მათი დაპირისპირების განეიტრალებას მანდატურების ჩარევა არ უნდა სჭირდებოდეს. ამ სურათით მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“ ხეირობს და სიამოვნებას იღებს“,- განუცხადა “კვირას“ სანდრო ბრეგაძემ.
დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გოგი თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია, რასაც დეპუტატებს შორის გუშინ დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები