გოგი თოფაძე ჟურნალისტებს სამართალდამცველების გამოძახებით დაემუქრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ჟურნალისტებს სამართალდამცველების გამოძახებით დაემუქრა.
“გახვალთ ახლა, თუ პოლიციას გამოვუძახო?“,-ასე უპასუხა მედიის წარმოამდგენლებს დეპუტატმა, რომლებსაც მისგან დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სურდათ.
დეპუტატმა ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.
შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ, თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიმართ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი.
ბერძენიშვილმა ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა. ბერძენიშვილის ამ განცხადებამ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. იმ დროს როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ, დარბაზში ზურაბ ტყემალაძე და დავით ბერძენიშვილი კამათობდნენ. მოგვიანებით მათ გარჩევას დეპუტატი გია ვოლსკიც შეურთდა. „სიტყვები შეარჩიე, კიდევ მე მაქვს სასაყვედურო“,- განაცხადა ბერძენიშვილმა დეპუტატ ვოლსკის მისამართით. დეპუტატები ადგილებს მანდატურების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდნენ. დღეს კი ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს, რადგან იგი თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები