კობა გვენეტაძე: ერთ ჭერქვეშ შეიძლება უფრო ადვილიც იყოს პრობლემის მოგვარება, ვიდრე ცალ-ცალკე ორგანიზაციებში

ერთ ორგანიზაციაში მონეტარულ პოლიტიკასა და მაკროპროდენციულ პოლიტიკას შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჭიდილი და დაპირისპირება და ამიტომ ინფლაციას და ფინანსურ სტაბილურობას ამით პრობლემა შეექმნას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
გვენეტაძემ ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ერთად ყოფნის უპირატესობას გაუსვა ხაზი.
“ბევრმა კვლევამ აჩვენა და იყო მიდგომა, რომ ერთ ორგანიზაციაში მონეტარულ პოლიტიკასა და მაკროპროდენციულ პოლიტიკას შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჭიდილი და დაპირისპირება და ამიტომ ინფლაციას და ფინანსურ სტაბილურობას ამით პრობლემა შეექმნას.
2008 წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ეს გარკვეულწილად შეიცვალა და სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის მოსაზრება, რომ ამ ორი ფუნქციის ერთად არსებობა შესაძლებელია. უფრო მეტიც, თუ ეს ფუნქციები კარგად არის განსაზღვრული და გააზრებული, წესით მას პრობლემები არ უნდა შექმნას. ერთ ჭერქვეშ შეიძლება უფრო ადვილიც იყოს პრობლემის მოგვარება, ვიდრე ცალ-ცალკე ორგანიზაციებში, როცა სხვადასხვა მანდატი ექნებათ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს, მას სჭირდება მექანიზმები, რაც საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები