თინა ხიდაშელი: ვუსამძიმრებ თურქ ხალხს და განსაკუთრებით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ საღამოს მომხდარი საშინელი აფეთქების გამო. პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და განსაკუთრებით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ამ მძიმე წუთებში და სამძიმარი გამოვთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, – აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები