კობა გვენეტაძე: განათლებული მსესხებლები უფრო კარგად შეაფასებენ თავიანთ რისკებს

თუ ჩვენ გვეყოლებიან განათლებული მსესხებლები, ვფიქრობ, ისინი უფრო კარგად შეაფასებენ თავიანთ რისკებს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, საზოგადოების დაუცველ ნაწილს პრობლემები გადაატანინოს.
“ვფიქრობ, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რამეა მოსალოდნელი, ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს ადვილად გადაატანინოს ასეთი პრობლემები. რამდენადაც ვიცი, უკვე არსებობს გარკვეული პროგრამები. იდენტიფიცირებულია შემოსავლის ის დონე, რომლის ქვემოთ მყოფი ხალხი ღარიბია. ვფიქრობ, ეს მექანიზმები ძალიან უნდა გაძლიერდეს.
ხოლო რაც შეეხება ფინანსურ სისტემასთან ურთიერთობას, უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. მე ვფიქრობ, ამის გაკეთება შესაძლებელია და თუ ჩვენ გვეყოლებიან განათლებული მსესხებლები, ვფიქრობ, ისინი უფრო კარგად შეაფასებენ თავიანთ რისკებს. ამავე დროს, ეს ასევე კარგი იქნება იმ ფინანსური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გასცემენ ამ სესხებს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები