კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკისადმი ნდობა უნდა შენარჩუნდეს

ეროვნული ბანკისადმი ნდობა უნდა შენარჩუნდეს და უნდა განმტკიცდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
“ეს მთავარი ფაქტორია იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია – ეს არის ქვეყანაში ინფლაციის სტაბილური და დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციის გაზრდას და მსესხებელთა ინტერესების დაცვას ასახელებს. მისივე განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კომერციული ბანკებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები