ნიკა მელია: თბილისის მერიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი -სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს, პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
მისივე განმარტებით, ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა.
“მოქალაქე თ.გერგედავას საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების სახით, გამოეყოს 5 400 ლარი. ეს არის ნარმანიას მიერ გამოცემული დამცინავი და საზოგადოების აბუჩად ამგდები ბრძანება. ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის – ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა და იქვე აღნიშნა – პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო… ნორმალური ხელისუფლების პირობებში ნარმანია მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა, ხოლო ბატონ გერგედავას აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება.
პ.ს. 2015 წელს თბილისის მერიამ/გამგეობებმა უამრავ სტუდენტს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე (მათ შორის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს) და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, შესაბამისად, ისინი საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ვეღარ იღებენ“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
meliaaaaaa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები