„თურქეთმა შესაძლოა, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს“

„მრჩება შთაბეჭდილება, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თურქეთს თავისი ქვეყნის, თავისი საზოგადოების წინაშე ჰქონდეს მორალური უფლება, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არეშიძის ვარაუდით, ამის ოფიციალური მოტივი ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, სინამდვილეში კი, ექსპერტის თქმით, ეს სამხედრო ოპერაცია, პირველ რიგში, ქურთების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევს.
„სირიაში სამხედრო ოპერაციის მოტივი ოფიციალურად ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. სინამდვილეში ეს სამხედრო ოპერაცია, პირველ რიგში, იმ ქურთების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც აქტიურად იბრძვიან სიარიაში და უკვე სამხედრო წარმატებებსაც მიაღწიეს. თურქეთი ცდილობს, გადაფაროს ის სამოქალაქო და სამხედრო დაპირისპირება, რომელიც მის ტერიტორიაზეა. თურქეთის რამდენიმე რეგიონს სამთავრობო ძალები დღემდე ვერ აკონტროლებენ. ამიტომ მგონია, რომ ეს ბოლოდროინდელი ტერაქტები ხელს შეუწყობს თურქეთის გააქტიურებას სირიის მიმართულებით და რუსეთთან გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები