ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა

გამოდარებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა. სამუშაოების ამსახველ ფოტოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.
ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ცემენტ-ბეტონის საფარი დაგებულია 4 ზოლიანი გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე. დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს კომუნიკაციებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა 27 თვეა., 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაერთვება.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები