გარემოს დაცვის სამინისტროში ტყის მართვის აქტუალური საკითხები განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა, გასული წლის განმავლობაში ტყის მართვის საკითხებზე მომზადებული ნაშრომები სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე დაესწრო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ტყის მართვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონები – „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ განიხილეს და მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები