კახა კახიშვილი: პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

„პენიტენციურ სისტემაში ვითარება გაუმჯობესებულია“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა კონფერენციის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციხის გადატვირთულობის პრობლემები და მათზე რეაგირება“ დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური სისტემის რეფორმებით პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.
„წლის განმავლობაში, 2012 წლიდან, ჩვენი სექტორის ინტენსიური რეფორმირება ხდება და ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ პოსტაბჭოთა კავშირის სივრცეში. ამიტომ ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად, ვინაიდან გვაქვს ერთნაირი პრობლემები, განვიხილავთ კონკრეტულად ციხეების გადატვირთულობის პრობლემებს და, ამავდროულად, ამ დარგის რეფორმირებას“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციხის გადატვირთულობის პრობლემები და მათზე რეაგირება“, – ამ სახელწოდებით კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. კონფერეციაზე 4 ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და სომხეთში პენიტენციური სისტემის პრობლემებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები