სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში გადატრიალება მოხდა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში 16 თებერვალს ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა. „მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება, როდესაც რევოლუციის შემდეგ რეფორმები არ ხორციელდება – ძველი რეჟიმის რესტავრაცია. ქვეყანაში ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა. ახმეტოვმა და სხვა ოლიგარქებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობა დატოვეს და სიტუაციაზე კონტროლი დაამყარეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი აზრით, „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ საპარლამენტო კოალიცია უნდა დატოვოს, როგორც ეს იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინამ“ გააკეთა. მისი თქმით, ოლიგარქიულ გადატრიალებაზე პასუხისმგებელია კოალიციის ყველა წევრი, რომლებმაც იაცენიუკის მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები