ანკარაში ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა – ფოტოკოლაჟი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაშავებულია 61 ადამიანი.
წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
სააგენტო “როიტერის“ ცნობით, აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებელთან მოხდა. მომხდარის გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო. ასევე გადაიდო პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტი ბრიუსელში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
12696187_10205384225996735_1090619928_n

12736304_10205384225956734_1534760841_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები