დღეიდან ყირიმში რუსული რუბლი ოფიციალურად ამოქმედდება
დღეიდან ყირიმში რუსული რუბლი ოფიციალურად ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian- ი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 24 მარტიდან სევასტოპოლსა და ყირიმში ხელფასები, პენსიები და გადასახადები რუსულ ვალუტაში ანაზღაურდება. ამასთან, 2016 წლის 1 იანვრამდე ყირიმში დაშვებულია უკრაინული გრივნას მიმოქცევაც.
სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ რუსული რუბლი ყირიმის რეგიონში ერთადერთი კანონიერი ვალუტა გახდება.