დაკითხვაზე დაბარებული პრეზიდენტები და მინისტრები – მსოფლიო ანალოგები მსოფლიოს პოლიტიკაში

 სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, ყოფილი პირველი პირები, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრები დაკითხვაზე არაერთხელ დაუბარებიათ. გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც, როდესაც მას არჩევნებში კონკურენტები კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი მოქალაქე არ იყო. შესაბამისად, დაბადების მოწმობაში ეს გრაფა გაყალბებული ჰქონდა. ობამას წინააღმდეგ საქმის განხილვა 2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტის მეორე ვადით დაკავების შესახებ განაცხადა. გამოძიება მისი მოქალაქეობის და დაბადების ადგილის დადგენის მიზნით დაიწყო. შეერთებული შტატების პირველი პირი სასამართლოს სხდომას არ დასწრებია.
აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში დაკითხვაზე დაბრებული იყო შეერთებული შტატების კიდევ ორი ლიდერი. 2004 წელს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვიცე-პრეზიდენტ დიქჩეინისთან ერთად ოვალურ დარბაზში საგამოძიებო კომიტეტის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით დაიკითხა.
1998 წელს კი პრეზიდენტი კლინტონი მონიკა ლევინსკისთან სკანდალური ურთიერთობის გამო დაიკითხა. თეთრ სახლში ლიდერის იმპიჩმენტის საკითხიც დაისვა. კორუფციული გარიგებების გამო სასამართლომ ჯერ იმუნიტეტი მოხსნა, შემდეგ კი საქმის წარმოება დაიწყო იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ. 2006 წლიდან გასულ წლამდე მის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებით არაერთი საქმე აღიძრა. 2013 წელს სილვიო ბერლუსკონის 6 წლამდე პატიმრობა შეეფარდა და სიცოცხლის ბოლომდე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ჟაკ შირაკს გამოძიება 1995 წლამდე პარიზის მერის პოსტზე ყოფნისას ჩადენილი დანაშაულებების გამო ედავებოდა. 2011 წელს მას სასამართლომ 14 -თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
ნიკოლა სარკოზის კი გამოძიება 2007 წელს უკანონო შემოწირულობებისა და საეჭვო წარმომავლობის ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით ედავებოდა, თუმცა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი გაამართლა და საქმე დახურა.
ეს ის მცირე და გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, როდესაც მსოფლიო პოლიტიკოსებს, თუ ქვეყნის პირველ პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები