82 წლის ასაკში ადოლფო სუარესი გარდაიცვალა

  82 წლის ასაკში პირველი დემოკრატული ესპანეთის პრემიერი ადოლფო სუარესი გარდაიცვალა, – ამ ინფორმაციას ესპანური ტელევიზია გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ადოლფო სუარესი ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ პირველი დემოკრატიული პრემიერ-მინისტრია. ესპანეთი დემოკრატიის გზას დაადგა ბოლო 10 წლის განმავლობაში. სუარესი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა, ორშაბათს კი ის რესპირატორული ინფექციით მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ევროკომისიის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ბაროზომ მას ესპანეთის ისტორიის მთავარი ფიგურა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები