აზერბაიჯანში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილს ყელი გამოსჭრა
აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილს ყელი გამოსჭრა. მკვლელობის შემდეგ მამაკაცი მიიმალა. სააგენტო „აპას“ ცნობით, სოფელ იუხარის მკვიდრი ზახიდ ისკანდეროვი პოლიციამ დააკავა და რაიონის პროკურატურას გადასცა. წინასწარი ინფორმაციით, ისკანდეროვმა მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო ჩაიდინა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.