უკრაინის რადასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
უკრაინის დედაქალაქში, უმაღლესი რადის შენობასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან: მოძრაობა „თავისუფლება“ და „უბრალო ადამიანთა პარტიების“ გაერთიანება.
„რბკ უკრაინას“ ცნობით, მიტინგში 300-მდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეთა პლაკატებზე აწერია: „იაცენიუკი ხელმძღვანელობს – პუტინი ტაშს უკრავს“, „ძირს იაცენიუკის მთავრობა“, „როგორ უნდა გახდე მილიარდერი უკრაინაში, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? ჰკითხეთ იაცენიუკს“.
„იაცენიუჩე, ხალხის ძარცვას ომით ნუ ამართლებ“.
„ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, მიტინგზე უმაღლესი რადის წევრი ანდრეი ილჩენკო გამოვიდა. მან მინისტრთა კაბინეტს „მაროდიორების მთავრობა“ უწოდა, მისი საქმინობის გამოძიების ინიციატივით გამოვიდა და ახალი, „ნაციონალისტების და პატრიოტების და არა ტექნოკრატების“ მთავრობის ფორმირება მოითხოვა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრში დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული.