ტუსკი – ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში ამ ორგანიზაციას დაშლა ემუქრება
„ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში ამ ორგანიზაციას დაშლის საფრთხე დაემუქრება“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკების პროცესში გადამწყვეტი მომენტი დგება და ამ საკითხის განხილვისას დიდი სიფრთხილეა აუცილებელი. მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ბრიუსელს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა. მისი თქმით, ამაზე ევროკავშირში წევრობის საკითხზე დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგები იქნება დამოკიდებული. ლონდონის მოთხოვნებს შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შრომის მიგრანტებისთვის შემწეობის გაცემის გაუქმებაა.