ირანელი მუსიკოსის – ალი გამსარის კონცერტი გაიმართება

ოთხშაბათს, 17 თებერვალს, 19:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ირანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის, თარსა და საზზე ვირტუოზი შემსრულებლის, ალი გამსარის კონცერტი გაიმართება.
მისი საკონცერტო ტურნე სახელწოდებით – „მშვიდობის მესიჯი“ მოიცავს საქართველოს, უზბეკეთსა და აზერბაიჯანს.
კონცერტების სერია მუსიკოსმა 14 თებერვალს, ბათუმში დაიწყო. ალი გამსარი სპარსული ტრადიციული მუსიკის გავლენით ქმნის ახალ კომპოზიციებს და ასრულებს მათ. დაარსებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ანსამბლი ირანში. საქართველოში რამდენიმე კომპოზიციას მუსიკოსი ქართულ სიმებიან კვარტეტთან ერთად შეასრულებს, მსმენელს ასევე ელის იმპროვიზაცია ფლეიტასა და პერკუსიასთან ერთად. ალი გამსარი ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ირანულ ავანგარდულ მუსიკაში დაკვრის ახალი ტექნიკით, ეგზოტიკური რიტმებითა და მელოდიებით. იგი ხშირად მოგზაურობს და უკრავს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები