ნოდარ ხადური: ლარის კურსის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით

საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვალუტის კურსის სტაბილურობა შეიმჩნევა.
“მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება”, – განაცხადა ხადურმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და კურსის ცვალებადობა პრაქტიკულად სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.
“ხედავთ, თუ რა რთული ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენ გარეშემო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ გაცვლითი კურსის ცვალებადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები