დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს – „ეროსი კიწმარიშვილის ჩვენება მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურატურასთან თანამშრომლობას გეგმავს და მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ამ მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
ყოფილ დეპუტატს, რომელიც 2008 წელს პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის წევრი იყო, ჰააგის პროკურატურას აგვისტოს ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
„ჩვენება, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა ჩვენს საპარლამენტო კომისიას მისცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს.
ჰააგის საერთაშორისო პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისთან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვგეგმავ საუბარს. აგვისტოს 5 -დღიანმა ომმა ისე ჩაიარა, რომ სააკაშვილის ხცელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც კი არ გააჩნდა. საბოლოო ჯამში კი, სააკაშვილის ხელისუფლების უუნარობასა და არაკომპეტენტურობას ომის დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ჰააგის პროკურორის ოფისთან საუბარს ვაპირებ იმ საკითხზეც, რომელიც აგვისტოს ომში ჩვენი რეზერვისტების გამოყენებას ეხება. ამ ასპექტში მთელი რიგი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ჩვენი ბავშვები (რეზერვისტები) საზარბაზნე ხორცად გაწირეს და ისინი მხოლოდ ღმერთის წყალობამ გადაარჩინა“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ამავე ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებსაც იხსენებს.
„2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე კიწმარიშვილი რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო და როგორც დასავლური, ასევე რუსული პრესის წამყვან საშუალებებთან აცხადებდა, რომ სააკაშვილი აფხაზეთზე სამხედრო თავდასხმის გეგმას ამუშავებდა. მიმაჩნია, რომ ჩვენება, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა ჩვენს საპარლამენტო კომისიას მისცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს“, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები