კობა არაბული: ჩამოსვით ქანდარებიდან ეს მყივარა ქათმები, ვიდრე ქართველი მამაკაცების ერთმანეთთან ქორწინების დროს დაგვიყენებენ

„ვინ გარეკავს გიენათა ხროვას და ვინ ჩამოსვამს ქანდარებიდან უჟამოდ მყივარ ქათმებს?“ – ასე ეხმაურება პოეტი კობა არაბული ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ კანონოპროექტს და გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ღია წერილს აქვეყნებს.
კობა არაბული ხელისუფლებას მიმართავს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ღირსეული ქართველები მოიხმოს და ერის ინტერესები დაიცვას, რათა არ დაუშვან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება.
„ვაგლახ, უმრავლესობა არ იცავს არამცთუ საერთო ინტერესებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრთა ინტერსებსაც კი… ვერ და არ უპირისპირდება პედერასტთა და ლიბერასტთა მიერ შემოგდებულ კანონებს, ღია მასონურ ბრძოლას საკუთარი რელიგიისა და კულტურის წინააღმდეგ… და რაც ყველაზე მთავარია, არ უპირისპირდება მოღალატე პრეზიდენტს, რომელმაც შიგნიდან ციხე გაუტეხა და ფაქტობრივად თავზე დააქცია „ოცნების“ კედელი! წყევლა, ცილისწამება და რაიმეს დაბრალება ჩვენს ქვეყანაში წესად იქცა. ამ მხრივ საგანგებო ინსტიტუტები და კლანები აამუშავეს ჩვენმა მტრებმა, სტატუსიან ცილისმწამებელთა და ცრუ მოენეთა ინსტიტუტები შეგვიქმნეს. აქვე ვიტყვი: ფხოვში ყოფილა ქალი, რომელიც შეხედავდა ადამიანს და შორიდან დასწყევლიდა და ის ადამიანი ცხენიდან ვარდებოდა ან ცხენი უვარდებოდა! ჰოდა, ჩიორას ტიპის მავნებლებიც საგანგებოდ ჩადიან ნატოში და ევროკავშირში, რათა საკუთარ ქვეყანაზე სიცრუე იქადაგონ, აბეზღონ და უარყოფითი რეზოლუციები მიაღებინონ! არადა, ამათ ენები ვერავინ დაუმოკლა!“ – აცხადებს კობა არაბული.
ამავე წერილში პოეტი არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთ ლიდერსაც აკრიტიკებს.
„შეგვიჭამეს ეს ქვეყანა კვირისთავის ძვალივით ამ გიენა კოჟორიძე-ნაცვლიშვილ – გიგაურებმა, მათმა მიმყოლებმა და მომყოლებმა, ხალხს თვალებში მეჭეჭი და კორძი ამოუვიდა მათი ყურებით. ყველა ტელევიზიის ქანდარაზე ეგენი სხედან და დილა-საღამოს დაგვყივიან დედალი ქათმებივით. მოგვაშორეთ, ჩამოსვით ქანდარებიდან ეს უჟამოდ მყივარა ქათმები, თორემ მოვა დრო და მოთმინების ფიალაავსებული ხალხი თავად დააყრევინებს თავებს ამ ქვეყნის მაწყევართ. ვიდრე ქართველი მამაკაცების ერთმანეთთან ქორწინების დროს დაგვიყენებენ, ამათთან ქორწინების დღე და დრო უნდა დადგეს. რაკი „გამოხატვის თავისუფლებაა“, ადექით და ჰკადრეთ ამ უზნეობს თითო საკადრებელი პანური. არ იქნება ურიგო. ვის და რას უცდით?!“ – აცხადებს კობა არაბული გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები