აზერბაიჯანელი მომღერალი აისელ მამედოვა თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრა

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, 14 თებერვალს აზერბაიჯანელი მომღერალი აისელ მამედოვა, პროდიუსერ გურამ არუთინაშვილთან ერთად, გლდანში, ქერჩის ქუჩაქზე მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მათ ბავშვებს ტკბილეული გადასცეს. აისელმა ბავშვებისთვის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ასევე ბავშვებთან ერთად იცეკვა და იმღერა. აისელმა ღონისძიებაზე სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ბავშვებში გამოავლინა შეყვარებული წყვილები.
დამშვიდობებისას მომღერალმა აღნიშნა, რომ შეეცდება, მათი ხშირი სტუმარი იყოს. რადგან ისინი ძალიან შეუყვარდა, ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბავშვების ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც არაჩვულებრივად იყო გაკეთებული. ბოლოს ბავშვები ჩაგვეხუტნენ და სითბოთი და სიყვარულით აღსავსე თვალებით დაგვემშვიდობნენ.

12734233_1223591814336091_3940317228597998956_n

12741892_1223591807669425_3563872208405295026_n

12742636_1223591817669424_6453346096264503682_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები