„ახალი საჩოგბურთო ბაზის შექმნის მიზანი არის ერთადერთი – ქართული ჩოგბურთი იყოს თანამედროვე“

გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინვესტორთა გარკვეული ჯგუფი ქართული ჩოგბურთის აღორძინებას გეგმავს. კონკრეტული პროექტი ვაკეში, „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული კორტების სრულ განახლებას ითვალისწინებს.
ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, ინვესტორთა ჯგუფი ფედერაციამ მოიძია.
„მიზანი არის ერთადერთი – ქართული ჩოგბურთი იყოს თანამედროვე სტანდარტების და ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. უკვე არსებობს პროექტი და მისი განხორციელება „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმება. დღეისთვის ამ ტერიტორიაზე ორი დახურული და ცხრა ღია კორტია. ამას დაემატება კიდევ ჩოგბურთის ორი დახურული მოედანი. ტერიტორიაზე აშენდება 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თბილისმა უპრობლემოდ უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს, რისი პირობებიც და შესაძლებლობაც ახლა არ გაგვაჩნია“, – განაცხადა მეტრეველმა. 12746468_10153468315359779_1477445820_n
პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნესცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს. პროექტი 8-10 აშშ დოლარის ინვესტიციას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები