ფხვნილებში შემავალი ნივთიერებები სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს

2008 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყველაზე გაყიდვადი სარეცხი საშუალებები: tide, ariel, mif, persil expert, pemoc da dosia გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი ათობით ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდნენ.
ტოკსიკურობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდა სარეცხ ფხვნილებს pemo-ს და ariel-ს. მათში ყველაზე მეტი რაოდენობით შედის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, ტოქსიკურობის ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა, Tide-სა და Mif-ს. ბავშვის ტანსაცმლისა და თეთრეულისთვის მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ამავე სტატიაში განმარტებულია, რომ ფხვნილებში შემავალი ნივთიერებები საფრთხეს უქმნის ფილტვებს, ღვიძლს, თირკმელებს და იწვევს რეპროდუქციულ და კანის პრობლემებს, ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას.
„ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები“ წარმოადგენენ სინთეტიკურ საპონს. მასთან კონტაქტი ორგანიზმში ცვლის ჟანგვა -აღდგენითი პროცესების ინტენსივობას, არღვევს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლას, ანადგურებს უჯრედებს, ასუსტებს იმუნურ სისტემას, იწვევს ალერგიას, აზიანებს ტვინს, ღვიძლს, თირკმელებს, ფილტვებს, ცვლის სისხლის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემასთან საუბრისას ტოქსიკოლოგი მანანა ჟურული, დიასახლისებს თავის დაცვის მიზნით ურჩევს, რომ სარეცხი ლიმონითა და ძმრით გარეცხონ. „აიღეთ ძმარი და გარეცხეთ. შეიძლება ლიმონიც, უფრო ძლიერი მჟავაა. ძმარი ძალიან კარგად აცილებს ცხიმებს. ძალიან კარგია ქვაბების გასახეხად ნაცარი“,- განაცხადა ჟურულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები