ომარ ნიშნიანიძე: „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მიუღებელია!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ომარ ნიშნიანიძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც მოძრაობა „ეროვნულების“ მიერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ხელი მოაწერა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა.
როგორც ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთსქესიანთან ქორწინების დაუშვებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ისეთივე პრინციპული პოზიცია ექნება, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
„პატივად მიმაჩნია, რომ პირველმა მოვაწერე ხელი კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა გამორიცხოს! კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
კოალიციის მხოლოდ ერთი სუბიექტის პოზიციაა საეჭვო და ალბათ მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. დიახ, „რესპუბლიკელებს“ ვგულისხმობ. ვფიქრობ, „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მიუღებელია! ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რადგან მომდევნო პარლამენტი შეიძლება, გაცილებით ჭრელი იყოს და ამ კანონის მიღება უფრო გართულდეს. ქართველმა ხალხმა პარლამენტში იმისათვის მირჩია, რომ ეროვნულ ინტერესებს ვემსახურო. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების დაუშვებლობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ისეთივე პრინციპული პოზიცია ექნება, როგორიც ირიკლი ღარიბაშვილს ჰქონდა!“ – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები