რუსეთის დუმამ პოლონეთს უკრაინის გაყოფა შესთავაზა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის უმაღლესი დუმადან ოფიციალური წერილი მიიღო. როგორც პოლონური მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, წერილის მიხედვით რუსეთი პოლონეთს უკრაინის გაყოფას და რუსეთისა და პოლონეთის ფარგლებში შეერთებას სთავაზობს. რუსეთი სამინისტროს სთხოვს, ორგანიზება გაუკეთოს რეფერენდუმს უკრაინის 5 დასავლეთ რეგიონში, მათ შორის- ვოლინის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, თერნოპოლისა და როვენსკის.