სააკაშვილი ავაკოვის განცხადებებს „ამორალურს“ უწოდებს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებებს მიუღებელს და ამორალურს უწოდებს. სააკაშვილმა ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ასე გამოეხმაურა ოდესის გუბერნატორი ავაკოვის განცხადებას. მინისტრმა კიეველი პოლიციელები დაიცვა, რომლებმაც 17 წლის მოზარდი მოკლეს.
„მინისტრის რეაქცია ბიჭის დაღუპვის ფაქტზე სრულიად მიუღებელია. კარგია, რომ უკრაინის პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ, მართალია დაგვიანებით, მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და მოზარდის დაღუპვაში დამნაშავე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვა“, – დაწერა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალი უკრაინული პოლიციის პრესტიჟისთვის ამ ფაქტის დეტალურ გამოძიებას დიდ მნიშვნელობა აქვს.
ცნობისთვის, 7 თებერვალს კიევში ავტომობილის დევნის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. სროლის შედეგად 17 წლის მიხეილ მედვედევი დაიღუპა. პოლიციელები აცხადებენ, რომ „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი 190 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა, ის მოძრაობის საპირისპირო მხარეს არაერთხელ გადავიდა და ავარიული სიტუაცია შექმნა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ მანქანის ბორბლებს ესროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები