აშშ-ის დაზვერვა – „ისლამური სახელმწიფო“ ქიმიურ იარაღს იყენებს

შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ქიმიური იარაღის შექმნასთან ძალზე ახლოს არიან და მათ ის სირიასა და ერაყში უკვე გამოიყენეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ბი-ესს“ სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ჯონ ბრენანმა განუცხადა.
მისი თქმით, ისლამისტებს უკვე შეუძლიათ ქლორისა და ნიპრიტის წარმოება. ასევე დაზვერვის უფროსი ამბობს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებში ფინანსური მოგების მიზნით ქიმიური იარაღის უკანონო ექსპორტი დაიწყოს. ამის გამო, ბრენანის თქმით, აუცილებელია კონტრაბანდის სხვადასხვა მარშრუტის დადგენა და კონტრაბანდასთან ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები