მექსიკაში ციხიდან გაქცევის მცდელობისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა

 

მექსიკის შტატ ნუევო-ლეონის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, მსჯავრდებულებმა გაქცევის მიზნით, ერთ-ერთ შენობას ცეცხლი წაუკიდეს და დაცვის ყურადღების მიღმა მოექცნენ.
არსებული ინფორმაციით, ბუნტის დროს 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაიჭრა, რომელთა შორის, როგორც პატიმრები, ასევე ციხის თანამშრომლები არიან.
ზოგიერთმა პატიმარმა გაქცევა მოახერხა. გაქცეულების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, თუმცა სამართალდამცველები ციხის ტერიტორიას ამ დრომდე აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები