ნავალნიმ პუტინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის პრეზდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მოსკოვის ტვერის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ნავალნის გნცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ ფედერალური კანონი დაარღვია.
მან კომპანია „სიბურის“ ფონდიდან 2015 წლის ოქტომბერში თანხების გამოყოფის დროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია დამალა.
როგორც ნავალნი საკუთარ საიტზე წერს, სააგენტო „როიტერის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კირილ შამალოვი ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას მეუღლეა და, შესაბამისად, ის პრეზიდენტის სიძეა. მოსკოვის ტვერის სასამართლოს გარდა, ოპოზიციონერებმა საჩივრები გენერალურ პროკურატურაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ამ ინფორმაციის კომენტირებისას სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტს ამ სარჩელის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები