საუდის არაბეთში მასწავლებელმა ექვსი კოლეგა მოკლა
საუდის არაბეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა განათლების სამმართველოს შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგად ამ დაწესებულების ექვსი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯიზანის პროვინციაში მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სროლა სკოლის მასწავლებელმა ატეხა. მის მოქმედებას კრიმინალის კვალიფიკაცია მიეცა. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტერაქტზე საუბარი არ არის.