ყირიმი უკრაინული ჯარისგან 25 მარტამდე უნდა გათავისუფლდეს
ყირიმში დისლოცირებულმა რუსულმა საოკუპაციო ჯარმა, მოსკოვიდან ბრძანება მიიღო, რომლის თანახმად, ნახევარკუნძული უკრაინული ჯარისგან 25 მარტამდე უნდა გათავისუფლდეს – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო–პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობით სიმფეროპოლში მზადდება სპეცდანაყოფები, რომელთა მიზანი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დესტაბილიზაციაა.
„სპეცჯუფის ძირითად კონტიგენტს, ყირიმში მომუშავე უკრაინის მილიციის ყოფილი თანამშრომლები შეადგენენ, რომლებიც რუსეთის მხარეზე გადავიდნენ“, – აცხადებს ტიმჩუკი.