„თბილსერვის ჯგუფი“ გამწვანებული ტერიტორიების მიწისქვეშა გადასასვლელებს მოუვლის

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა. „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის 9 მარტის სახელობის ბაღი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, რიყის პარკი, ვაკის პარკი, პარკი „მზიური“, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტურობის გაზრდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, აგრეთვე განისაზღვრა ის გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, ბაღები), რომელთა მოვლა-პატრონობას, მათ შორის მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, მავნებელი დაავადებისაგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები