საქართველოს პროკურატურაში ექსპერტ ჯონ ვოდრის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატის დასავლეთ ოლქის მთავარი პროკურორის, ექსპერტ ჯონ ვოდრის ვიზიტი დასრულდა. ჯონ ვოდრი საქართველოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და პროკურატურის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატის დასავლეთ ოლქის მთავარ პროკურორს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან, მთავარი პროკურორის მოადგილეებთან, პროკურატურის დეპარტამენტის უფროსებთან, მათ მოადგილეებთან, თბილისის პროკურორთან, ოლქის პროკურორებთან და საპროკურორო საბჭოს პროკურორ წევრებთან.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრებზე პროკურატურის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს პროკურატურის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიული მიმართულებები და ქართველი პროკურორებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკის გაზიარების საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა შეხვედრებზე მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა პროკურორთა თანამდებობაზე დანიშვნა, მათი წახალისება და გათავისუფლება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, თანამშრომელთა შეფასების სისტემა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატის დასავლეთ ოლქის მთავარ პროკურორს, ექსპერტ ჯონ ვოდრის გაწეული დახმარებისთვის. პროკურატურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები