გიორგი გვენეტაძე: სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად ვერ დარეგისტრირდება

სანამ საბოლოოდ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მანამდე ვერ განხორციელდება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება, – ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ხვალ ლევან გაჩეჩილაძე ხელახლა მიმართავს დასარეგისტრირებლად რეესტრს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ არასამართლებრივია, კანონიერ ძალაში შესვლამდე ვინმემ წარადგინოს რეესტრში სასამართლოს პირველადი განჩინება.
“ახლა არსებობს პირველადი დოკუმენტი, რითაც გადაბაძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე. ეს განჩინება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მას აქვს გასაჩივრების ვადა და დიდი შანსია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება. ამისთვის განსაზღვრულია 30-დღიანი ვადა, რომელიც განგვისაზღვრა საჯარო რეესტრმა. სანამ საბოლოოდ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მანამდე ვერ განხორციელდება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება. არასამართლებრივია, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ვინმემ წარადგინოს რეესტრში სასამართლოს პირველადი განჩინება. ეს არის არასერიოზული და არასამართლებრივი. რეესტრის ამონაწერში წერია, რომ განსაზღვრული გვაქვს 30-დღიანი ვადა”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები