მაკა ასათიანი: საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი შეჩერდა.
“მთავარი არის, რომ მშვიდ გარემოში მოგვეცემა მუშაობის საშუალება და პროცესები გადავა სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს”, – განაცხადა მაკა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები