რა პროცესებს იწვევს ხმაური ადამიანის ორგანიზმში და რატომ არის აუცილებელი მისი კანონით დარეგულირება

ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ პრეზიდენტმა ქეთი ბარათელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხმაურის შესახებ ინიცირებული კანონის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა და ის საფრთხეები განმარტა, რასაც ხმაური ადამიანის ორგანიზმზე ახდენს. ბარათელის განმარტებით, ხმაურმა გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, ინფაქტი ან გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.
„ხმაურის დასაშვები ნორმა 20-30 დეციბელამდე მერყეობს. 35 დეციბელი ადამიანის გაღიზიანებას, 42 დეციბელი კი უკვე სისხლის მიმოქცევის სიტემაში ცვლილებებს, ჰიპერტონიას იწვევს.
უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ხმაური 50 დეციბელს სცილდება, უკვე განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს. ბავშვებისთვის კი ამ დროს დამახასიათებელია: უმადობა, აღგზნებადობა, დეპრესია, ნივთიერებათა ცვლა. ორგანიზმში გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, როგორიც არის კორტიზოლი, ადრენალინი, ნორ ადრენალინი…
ხმაური მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, თუკი ის დასაშვებ ნორმებს შორდება. თუ ხმამაღალი მუსიკა ხშირად ისმის, ის ეტაპობრივად სმენის დაკარგვას იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზმში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, ქვეითდება იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებისადმი, კერძოდ, ავთვისებიანი სიმსივნეებისადმი ორგანიზმის იმუნიტეტი იკლებს.
აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას. 150 დეციბელი უკვე ინფაქტს იწვევს, ხოლო 200-მა დეციბელმა შეიძლება ადამაინის ლეტალური დასარული გამოიწვიოს“,- აღნიშნა ქეთი ბარათელმა.
ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ 2012 წელს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 40-ზე მეტი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. საქველმოქმედო აქიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ითვალისწინებს.
„გამოკვლევები ჩაუტარდა როგორც  წალკის, ტაბაწყურის, საჩხერის, დედოფლისწყაროს, ბორჯომის, ხაშურის… ასევე საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. გამოკვლევები ტარდება თბილისშიც. ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რამდენიმე წამყვან კლინიკასთან. ასეთი აქციების დროს დაახლოებით 600 პაციენტი ისინჯება. გამოკვლევებში  22 სპეციალობის ექიმი მონაწილეობს. საქველმოქმედო აქციები ჩავატარეთ ციხეშიც, სადაც ერთ აქციაზე 723 პაციენტი გაისინჯა“,- განაცხადა ბარათელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები