ოხოტის ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები ოხოტის ზღვაში გაუჩინარებულ ორ თევზსაჭერ გემს ეძებენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ინციდენტი კურილის კუნძულებთან მოხდა.
„თვითფრინავმა სამაშველო ტივი აღმოაჩინა, მაგრამ გადარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამავე რაიონში სამაშველო ხომალდი იმყოფება“, – განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თევზსაჭერი გემები ოზოტის ზღვაში 7 თებერვალს გაუჩინარდნენ. ამავე დღეს ორი ავარიული სიგნალი იყო მიღებული. რაიონის დათვალიერების დროს რამდენიმე ჰიდროკოსტიუმი და გემბანების ნაწილები აღმოაჩინეს. დაკარგული ხომალდების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.